მსაჯი ბუნდესლიგიდან - ვინ განსჯის საქართველოს მატჩს » სპორტის ხაზი

მსაჯი ბუნდესლიგიდან - ვინ განსჯის საქართველოს მატჩს

მსაჯი ბუნდესლიგიდან - ვინ განსჯის საქართველოს მატჩს
6-09-2023, 15:35
Aa Aa
გაზიარება:

8 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება.

უეფას გადაწყვეტილებით აღნიშნულ მატჩს გერმანელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის. მთავარი მსაჯი დანიელ სიბერტი იქნება, რომელიც საკმაო გამოცდილებით გამოირჩევა, წლებია ბუნდესლიგაში მუშაობს და გარდა ამისა, ფიფასა და უეფას ეგიდით გამართულ მატჩებსაც ემსახურება.

მისგან შეიძლება გაგვახსენდეს 2022/23 წლების სეზონში გამართული საჩემპიონთალიგო მატჩი მილანი - ჩელსი, სადაც გერმანელმა მსაჯმა ფეხბურთელებს 9 ყვითელი და 1 წითელი ბარათი უჩვენა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.