ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ალ ჰილალი" ვიქტორ ოსიმენის შეძენას ეცადა, თუმცა "ნაპოლის" პრეზიდენტმა, აურელიო დი ლაურენტისმა, შეთავაზებებზე უარი თქვა.
L'équipe იტყობინება, რომ ნეაპოლელთა ბოსისთვის არაბების ეს შეთავაზება დამცინავიც კი იყო, რასაც დი ლაურენტისის სიტყვებიც მოწმობს:
"200 მილიონის სანაცვლოდ ვიქტორ ოსიმენის ცალი ფეხის ყიდვა შეგიძლიათ. მომდევნო წელს, ჩემი აზრით, შეგიძლიათ, რომ 500 მილიონი ევრო შემოგვთავაზოთ და სავარაუდოდ, თქვენს წინადადებას განვიხილავთ მაინც, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ: მხოლოდ და მხოლოდ, სავარაუდოდ", - წერს დი ლაურენტისის სიტყვებს ფრანგული გამოცემა.
ცნობისთვის, ზაფხულში არაბეთის ლიგას ისეთი ფეხბურთელები შეუერთდნენ, როგორებიც კარიმ ბენზემა, ნეიმარი, რიად მაჰრეზი და სხვანი არიან, მაგრამ, როგორც ჩანს, მათ რიგებს ვიქტორ ოსიმენი არ შეუერთდება.