2023/24 წლების სეზონს "ნაპოლი" სერია ა-ს მოქმედი ჩემპიონის რანგში შეხვდა.
ნეაპოლელების ლეგენდამ, მარეკ ჰამშიკმა, ახალ სეზონზე თავისი აზრი გამოთქვა და სკუდეტოს მოგების ფავორიტებიც დაასახელა:
"იტალიაში 20 წელი გავატარე და შინაგანად იტალიელი ვარ. ძალიან მიყვარს აქაურობა, ბევრი მეგობარი მყავს და იტალიას ხშირად ვსტუმრობ.
გამოსამშვიდობებელი მატჩი? აურელიო დი ლაურენტისს ამ საკითხზე ვესაუბრე და მალე საბოლოო პასუხს გავიგებთ, დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე გამოსამშვიდობებელი შეხვედრა საოცარი მოგონება იქნება.
ვინ მოიგებს სკუდეტოს? ამის თქმა მესამე ტურში ძალიან რთულია, შეიძლება რაიმე სისულელეც ვთქვა, მაგრამ მილანის "ინტერმა" სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო, ამიტომ მათ შანსებს საკმაოდ რეალურად ვაფასებ. არ უნდა დაგვავიწყდეს "მილანიც" და ტურინის "იუვენტუსიც", ისინი ყოველთვის ძალიან მაღალი მიზნებისთვის იბრძვიან.
არ ჩამოვწერ მოქმედ ჩემპიონებსაც, რუდი გარსიას საკმაოდ ღრმა კონტიგენტი ჰყავს, ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენს ყველა საჭირო თვისება გააჩნიათ წარმატებისთვის. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები", - განაცხადა მან.