UFC-ის ყოფილი ჩემპიონი: "ეს მეც გამოვცადე, დვალიშვილის აბსოლუტურად მესმის" » სპორტის ხაზი

UFC-ის ყოფილი ჩემპიონი: "ეს მეც გამოვცადე, დვალიშვილის აბსოლუტურად მესმის"

UFC-ის ყოფილი ჩემპიონი: "ეს მეც გამოვცადე, დვალიშვილის აბსოლუტურად მესმის"
5-09-2023, 13:58
Aa Aa
გაზიარება:

მერაბ დვალიშვილი ქამარზე ბრძოლის სურვილს უკვე ღიად აცხადებს, თუმცა ალჯემაინ სტერლინგის ფაქტორი მისთვის კვლავ პრობლემად რჩება. საქმე ისაა, რომ ქართველ სპორტსმენს თავის საუკეთესო მეგობართან ოქტაგონზე გასვლა არ უნდა.

ამ საკითხზე UFC-ს ყოფილმა ჩემპიონმა დანიელ კორმიემ ისაუბრა:

"მერაბი ხაზგასმით ამბობს, რომ სტერლინგთან ბრძოლას არ აპირებს და მისი მესმის. არც მე მსურდა ჩემს მეგობართან ბრძოლა, რადგან ვარჯიშებიდან მეც და მანაც ერთმანეთის შესაძლებლობები კარგად ვიცოდით.

რა თქმა უნდა, მეგობრობა პირველ ადგილზე დგას, თუმცა, ამავდროულად, სპარინგის დროს კარგად ხვდები, რამდენად რთული იქნება შენი მეგობრის დამარცხება, თუ საერთოდ შესაძლებელი იქნება",
- განაცხადა დანიელმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი