"ანჩელოტიმ ჩავის გეგმები გაშიფრა" - რას წერს Defensa Central? » სპორტის ხაზი

"ანჩელოტიმ ჩავის გეგმები გაშიფრა" - რას წერს Defensa Central?

"ანჩელოტიმ ჩავის გეგმები გაშიფრა" - რას წერს Defensa Central?
15-10-2022, 17:10
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, ხვალ 18:15-ზე მადრიდის "რეალის" სტადიონზე ელ კლასიკო გაიმართება, სადაც ესპანეთის ჩემპიონატის პირველადგილოსნები ერთპიროვნულად გალიდერებას შეეცდებიან.

რასაკვირველია, წინასწარი მზადება უკვე დაწყებულია და მედიაც გაუჩერებლივ წერს იმის შესახებ, თუ როგორი თამაში იქნება, ვინ არის ფავორიტი, რას ექნება გადამწყვეტი როლი და ასე შემდეგ. სწორედ ასე, Defensa Central გვამცნობს იმის შესახებ, რომ "რეალის" მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ჩავის გეგმები უკვე გაშიფრა და ამას უშუალოდ მოედანზე დავინახავთ. იტალიელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ მადრიდელთა კონტრშეტევების ჩასაშლელად, "ბარსელონა" სწრაფ ჯარიმებს მიმართავს, სწორედ იმას, რაც "ინტერთან" ნათამაშები 3:3-ის დროს დააკლდა. ამიტომ, კარლომ თავის ფეხბურთელებს დაავალა, რომ სწრაფად იმოძრაონ და ბურთის მიღების შემთხვევაში, პასი თანაგუნდელებს მალევე გადააწოდონ.

შეგახსენებთ, რომ "ლა ლიგის" პირველ ადგილს "ბარსელონა" 22 ქულით იკავებს (20:1 ბურთების სხვაობა). ამდენივე აქვს ანჩელოტის გუნდსაც, რომელიც მეორე ადგილზეა (19:7 ბურთების სხვაობა).


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი