ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "გალათასარაი" გაძლიერებას აგრძელებს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, თურქულმა კლუბმა კიდევ 2 ტრანსფერი გაჩარხა - "გალამ" ლონდონის "ტოტენჰემიდან" ნტანგი ნდომბელე და დევინსონ სანჩესი გაიფორმა.
როგორც ირკვევა, ნდომბელე "გალათასარაის" იჯარის წესით შეუერთდება - მხარეებს შორის ვერბალური შეთანხმება შედგა. გარიგების მიხედვით, თურქებს ნდომბელეს გამოსყიდვის უფლებაც ექნებათ.
რაც შეეხება სანჩესს, რომანოს ინფორმაციით, საუბარი სრულყოფილ ტრანსფერზეა, მხარეები გარიგებასთან ძალიან ახლოს არიან და ბოლო დეტალებზე თანხმდებიან.