16 ფეხბურთელით - საქართველოს ნაკრებმა საწვრთნელი შეკრება დაიწყო » სპორტის ხაზი

16 ფეხბურთელით - საქართველოს ნაკრებმა საწვრთნელი შეკრება დაიწყო

16 ფეხბურთელით - საქართველოს ნაკრებმა საწვრთნელი შეკრება დაიწყო
4-09-2023, 19:31
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 4 სექტემბერს ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის უახლოესი ორი მატჩისთვის მოსამზადებლად თბილისში შეიკრიბა. ესპანეთისა და ნორვეგიის წინააღმდეგ ეროვნული ნაკრების განაცხადში 23 ფეხბურთელია. საწვრთნელი შეკრების პირველ დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ჩვენმა გუნდმა 16 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა.

მეკარე: გიორგი ლორია, ლუკა გუგეშაშვილი

დაცვა: სოლომონ კვერკველია ირაკლი აზაროვი, გიორგი გოჩოლეიშვილი, ვლადიმერ მამუჩაშვილი სანდრო კალანდაძე.

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი ქოჩორაშვილი. ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი აბურჯანია, გიორგი წიტაიშვილი, ზურიკო დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, ბუდუ ზივზივაძე.

ლეგიონერები, რომლებმაც საკლუბო მატჩები კვირას გამართეს, ეროვნულ გუნდს 5 სექტემბერს შეუერთდებიან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი