რას უპირებს "ბარსელონა" ანსუ ფატის - ჩავის პასუხი » სპორტის ხაზი

რას უპირებს "ბარსელონა" ანსუ ფატის - ჩავის პასუხი

რას უპირებს "ბარსელონა" ანსუ ფატის - ჩავის პასუხი
4-09-2023, 09:00
Aa Aa
გაზიარება:

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს ანსუ ფატი 1-წლიანი იჯარის წესით "ბრაიტონს" შეუერთდა.

კატალონიის "ბარსელონას" თავკაცმა, ჩავი ერნანდესმა, ესპანელი ფეხბურთელის მომავალზე ისაუბრა და გაამხილა, თუ რას უპირებს "ბლაუგრანა" ახალგაზრდა შემტევს:

"რა თქმა უნდა, გვინდა, რომ "ბარსელონაში" დაბრუნდეს და ჩვენთან ერთად ისტორია დაწეროს. ანსუმ მთხოვა, რომ მეტი სათამაშო დრო და შანსი სჭირდებოდა, ამიტომ წასვლის საშუალება მივეცი. ის უდავოდ "ბარსელონას" სამომავლო გეგმებშია", - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.

ფატი "ბრაიტონში" მშრალი იჯარითაა - "კაჭკაჭები" ესპანელს ვერ გამოისყიდიან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.