VIDEO: სიგუამ "ბაზელს" ბოლო წუთებზე ქულა გადაურჩინა » სპორტის ხაზი

VIDEO: სიგუამ "ბაზელს" ბოლო წუთებზე ქულა გადაურჩინა

VIDEO: სიგუამ "ბაზელს" ბოლო წუთებზე ქულა გადაურჩინა
3-09-2023, 23:13
Aa Aa
გაზიარება:

შვეიცარიის სუპერ ლიგის მე-6 რაუნდში ერთმანეთს "ბაზელი" და "ციურიხი" დაუპირისპირდნენ.

შეხვედრის 96-ე წუთამდე "ბაზელი" მარცხდებოდა, ანგარიშით 1:2.

მატჩის მიწურულს კი გათანაბრების მშვენიერი შანსი გამოჩნდა, რომელიც ქართველმა თავდამსხმელმა გაბრიელ სიგუამ კარგად გამოიყენა და "ბაზელს" ქულა გადაურჩინა.

სიგუა მოედანზე 70-ე წუთზე გამოვიდა , 78-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო , 90+6 წუთზე კი მატჩის გამათანაბრებელი გოლი გაიტანა.

მომდევნო მატჩს "როტბლაუ" 16 სექტემბერს, შვეიცარიის თასზე გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი