"ეს ქართული ფეხბურთის გაჩენას ჰგავს" - beIN SPORTS-ის კომენტატორი » სპორტის ხაზი

"ეს ქართული ფეხბურთის გაჩენას ჰგავს" - beIN SPORTS-ის კომენტატორი

"ეს ქართული ფეხბურთის გაჩენას ჰგავს" - beIN SPORTS-ის კომენტატორი
15-10-2022, 14:40
Aa Aa
გაზიარება:

უცხოური beIN SPORTS-ის კომენტატორმა, რობერტ მალმა ევროპაში ქართველი ფეხბურთელების რაოდენობის ზრდაზე ისაუბრა და თქვა, რომ ეს ტენდენცია ქართული ფეხბურთის გაჩენას ჰგავს. გარდა ამისა, სპორტულმა ჟურნალისტმა ისიც თქვა, რომ ქართველების საფრანგეთის ჩემპიონატში ჩასვლით მოხარულია.

"ეს ცოტათი ქართული ფეხბურთის გაჩენას ჰგავს, სადაც თავისი წვლილი ვილი სანიოლსაც მიუძღვის, რომელიც საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელია. ზურიკო დავითაშვილი და გიორგი მიქაუტაძე, ორივე ნაკრების წევრია და მათი ნაკრებში თამაში კლუბებში თამაშისაგან განსხვავდება. გარდა ამისა, მიქაუტაძე ლიონთან ერთად ვარჯიშობდა, ამიტომ მან კარგად იცის ევროპული ფეხბურთი და ყველა ის მოთხოვნა, რასაც მაღალი დონის ფეხბურთი მოითხოვს. ზურიკოს რაც შეეხება, ის ახლა აღმოვაჩინეთ და არ მოვიტყუები, რომ მის შესახებ აქამდეც ვიცოდი. ჩვენ მათგან ბევრს ველით."

"ასევე არის ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ნაპოლიში განვითარებას განაგრძობს. კვარაცხელია დამაჯერებელი სტატისტიკით როგორც სერია ა-ში, ისე ჩემპიონთა ლიგაშიც გამოირჩევა. მოკლედ, ნიჭიერი ქართველები არამხოლოდ საფრანგეთში, არამედ მთელ ევროპაში არიან.", - რობერტ მალი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი