საქართველომ ავსტრალიასთანაც წააგო - ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა დაასრულა » სპორტის ხაზი

საქართველომ ავსტრალიასთანაც წააგო - ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა დაასრულა

საქართველომ ავსტრალიასთანაც წააგო - ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა დაასრულა
3-09-2023, 13:25
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს კალათბურთელთან ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა ავსტრალიასთან წაგებით დასრულდა - ილია ზუროსის ბიჭებმა მეტოქისგან 100 ქულა მიიღეს (100:84).

შეხვედრის გამორჩეული მოთამაშე სტატისტიკურად გოგა ბითაძე გახლდათ, რომელმაც 20 ქულა და 6 მოხსნა დააგროვა. გოგას შემდეგ პარკეტზე საუკეთესო ავსტრალიელი მილსი გახლდათ 19 ქულით, 2 მოხსნით და 5 პასით.

შეჯამება: კალათბურთელთა ნაკრებმა ამ მსოფლიო ჩემპიონატზე სულ 5 მატჩი გამართა, საიდანაც ორი მოიგო (ვენესუელა და კაბო-ვერდე), ხოლო სამჯერ დიდი ანგარიშით დამარცხდა - გერმანია (100:73) ; სლოვენია (88:67) ; ავსტრალია (100:84).


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი