საქართველო მსოფლიო ჩემპიონატზე ავსტრალიას დაუპირისპირდება » სპორტის ხაზი

საქართველო მსოფლიო ჩემპიონატზე ავსტრალიას დაუპირისპირდება

საქართველო მსოფლიო ჩემპიონატზე ავსტრალიას დაუპირისპირდება
3-09-2023, 03:14
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოსა და ავსტრალიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ჯგუფის მესამე ადგილისთვის და პრესტიჟისთვის ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

აღნიშნული შეხვედრა ოკინავა არენაზე დღეს, 3 სექტემბერს, თბილისის დროით დილის 11:30 საათზე გაიმართება.

მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად გამოდის.

ჩვენმა კალათბურთელებმა ჯგუფურ ეტაპზე ვენესუელასა და კაბო ვერდეს აჯობეს და სლოვენიასთან ერთად მეორე ადგილით ჯგუფიდან გასვლაც მოახერხეს, სადაც ისინი გერმანიის ეროვნულ ნაკრებთან შეხვედრაში დამარცხდნენ ანგარიშით 73 - 100.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.