ჟოაო პალინიას მიუნხენის "ბაიერნში" ტრანსფერი ბოლო მომენტში ჩაიშალა და მას "ფულემში" დარჩენა მოუწია.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ამის გამო პორტუგალიელი ნახევარმცველი ძალიან გულდაწყვეტილია, ის "რეკორდმაისტერში" ტრანსფერთან 1 ნაბიჯში იყო.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი "ფულემის" თავკაცმა, მარკო სილვამ გააკეთა:
"პალინიას ჩვენგან 100%-იანი მხარდაჭერა სჭირდება, რადგან ძალიან რთული დღე ჰქონდა.
მას "ფულემი" უყვარს და მოსწონს ჩვენს გუნდში ყოფნა, თუმცა ჟოაო მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში ტრანსფერთან ძალიან ახლოს იყო და მისი გვესმის", - განაცხადა სილვამ.