ჰოლანდი: "ვფიქრობ, აკემ გოლი თამაშგარიდან გაიტანა, "ფულემის" გამო ვწუხვარ" » სპორტის ხაზი

ჰოლანდი: "ვფიქრობ, აკემ გოლი თამაშგარიდან გაიტანა, "ფულემის" გამო ვწუხვარ"

ჰოლანდი: "ვფიქრობ, აკემ გოლი თამაშგარიდან გაიტანა, "ფულემის" გამო ვწუხვარ"
2-09-2023, 23:26
Aa Aa
გაზიარება:

პრემიერ ლიგის მე-4 ტურში "მანჩესტერ სიტიმ" "ფულემი" გამანადგურებელი ანგარიშით, 5-1 დაამარცხა.

ერლინგ ჰოლანდის ჰეთთრიკისა და ხულიან ალვარესის გოლის გარდა, გოლი ნათან აკემაც გაიტანა, თუმცა მის მიერ გატანილ გოლს აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა, რადგან გულშემატკივრის ნაწილმა ის თამაშგარედ მიიჩნია.

უცნაურია, თუმცა გოლი უსამართლოდ ჩათვალა ერლინგ ჰოლანდმაც და "ფულემს" ბოდიში მოუხადა:

"ვფიქრობ, ნათან აკემ გოლი თამაშგარიდან გაიტანა, მე ეს ვიგრძენი. "ფულემის" გამო ვწუხვარ, მათ ადგილას მეც ძალიან იმედგაცრუებული და გაბრაზებული ვიქნებოდი. ალბათ, თავს საშინლად გრძნობენ", - განაცხადა ნორვეგიელმა ფორვარდმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი