კვარაცხელია ისევ სათადარიგოდან დაიწყებს? » სპორტის ხაზი

კვარაცხელია ისევ სათადარიგოდან დაიწყებს?

კვარაცხელია ისევ სათადარიგოდან დაიწყებს?
2-09-2023, 15:05
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატის ახალი სეზონი "სასუოლოსთან" მატჩში სათადარიგო სკამზე დაიწყო.

გულშემატკივარს, რა თქმა უნდა, აინტერესებს იქნება თუ არა ხვიჩა ძირითად შემადგენლობაში მომდევნო ტურში "ლაციოსთან".

"ხვიჩა გამოჯანმრთელდა. მან მთელი კვირის მანძილზე ივარჯიშა. ვნახოთ, დაიწყებს თუ არა ლაციოსთან მატჩს ძირითადში. "ლაციოს" ამის შესახებ ინფორმაციას არ მივაწოდებთ." - ასე უპასუხა "ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ კითხვაზე იქნება თუ არა კვარაცხელია "ლაციოსთან" მატჩში ძირითად შემადგენლობაში.

"სასუოლოსთან" სეზონის გახსნით მატჩში კვარაცხელიამ მოედანზე 30 წუთი გაატარა და ანგარიშზე საგოლე გადაცემა ჩაიწერა.

"ლაციოსთან" მატჩი, დღეს, 2 სექტემბერს, 22:45-ზე მარადონას სახელობის სტადიონზე შედგება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.