საზონოვის მამა: "საბას ცილი დასწამეს, თითქოს რუსეთში სურდა თამაში" » სპორტის ხაზი

საზონოვის მამა: "საბას ცილი დასწამეს, თითქოს რუსეთში სურდა თამაში"

საზონოვის მამა: "საბას ცილი დასწამეს, თითქოს რუსეთში სურდა თამაში"
2-09-2023, 14:45
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე თვის წინ საბა საზონოვმა ქართული მოქალაქეობა მიიღო და საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებაც დაიცვა.

რუსულ Sport24-თან საუბრისას საბას მამამ, ანდრეი საზონოვმა, თავისი შვილის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო ფეხბურთელისთვის ყოველთვის პრიორიტეტი იყო:

"ცილისწამებაა, თითქოს საბას რუსეთის ეროვნულ ნაკრებში ჰქონდა თამაში გადაწყვეტილი და შემდეგ არჩევანი საქართველოზე შეცვალა. საქმე სულ სხვაგვარად იყო - ჩემმა შვილმა თავიდანვე აღნიშნა, რომ დედის სამშობლოში სურდა თამაში და გადაწყვეტილება მკაფიო იყო.

რუსეთის ნაკრების მწვრთნელმა განაცხადა, რომ ჩემი შვილის საქციელი მიუღებელი იყო. როგორ მოიქცა ის? რა იყო მიუღებელი? შეიძლება, მას ინფორმაცია არასწორად მიაწოდეს
", - განაცხადა ანდრეიმ.

ცნობისთვის, სულ რამდენიმე დღის წინ საზონოვმა რუსეთი საკლუბო დონეზეც დატოვა და იტალიური "ტორინოს" რიგებს შეუერთდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.