ცნობილია - რატომ ჩაიშალა პალინიას "ბაიერნში" ტრანსფერი » სპორტის ხაზი

ცნობილია - რატომ ჩაიშალა პალინიას "ბაიერნში" ტრანსფერი

ცნობილია - რატომ ჩაიშალა პალინიას "ბაიერნში" ტრანსფერი
2-09-2023, 14:33
Aa Aa
გაზიარება:

სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს მიუნხენის "ბაიერნი" "ფულემიდან" ჟოაო პალინიას ტრანსფერთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა გარიგება ინგლისურმა კლუბმა ბოლო მომენტში ჩაშალა.

როგორც ირკვევა, პორტუგალიელმა ფეხბურთელმა მიუნხენურ გრანდში სამედიცინო შემოწმება გაიარა და კონტრაქტზე ხელის მოსაწერად ემზადებოდა, როცა "ფულემისგან" უარი მიიღო - იტყობინება ფაბრიციო რომანო.

საქმე ისაა, რომ "ფულემი" პალინიას გაყიდვას მხოლოდ მისი სრულყოფილი შემცვლელის არსებობის შემთხვევაში აპირებდა, ხოლო დედლაინამდე ინგლისელებმა მათთვის პრიორიტეტული სამიზნეებიდან (სკოტ მაკტომინეი, პიერ-ემილ ჰოიბიერგი) ვერცერთის გადმობირება ვერ შეძლეს.

აღნიშნულის გამო, როგორც პალინია, ასევე ტომას ტუხელი, შოკირებულნი იყვნენ. ფეხბურთელი უკმაყოფილოა იმით, რომ მისი "რეკორდმაისტერში" ტრანსფერი ბოლო მომენტში ჩაიშალა, ხოლო გერმანელ სპეციალისტს მთელი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას დაცვითი ნახევარმცველის გადაბირება სურდა, რომელიც ვერ მოხერხდა. ტუხელი უკმაყოფილოა, რომ "ბაიერნის" ხელმძღვანელობამ პალინიას ტრანსფერზე მხოლოდ ბოლო დღეს ამუშავდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი