იოვიჩი "მილანში", ორიჯი "ნოტინგემში" » სპორტის ხაზი

იოვიჩი "მილანში", ორიჯი "ნოტინგემში"

იოვიჩი "მილანში", ორიჯი "ნოტინგემში"
1-09-2023, 21:19
Aa Aa
გაზიარება:

"მილანი" ორიჯის უშვებს და მის შემცვლელად იოვიჩი მოჰყავს.

"როსონერიმ" უკვე დახურა ლუკა იოვიჩის ტრანსფერი "ფიორენტინადან",
ფეხბურთელი დედაქალაქურ კლუბში 1 წლიანი მშრალი იჯარის წესით ითამაშებს, რაც
იმას ნიშნავს, რომ ივნისში იგი "ფიორენტინაში" დაბრუნდება.

აღსანიშნავია, რომ გარიგება უფასოა და მილანი იჯარაში არაფერს გადაიხდის.

იოვიჩი იტალიაში გადასვლამდე მადრიდის "რეალში" ასპარეზობდა, ამ უკანასკნელს იგი ფრანკფურტის "აინტრახტიდან" შეუერთდა.
ყოფილ კლუბში კარგი სეზონის შემდეგ, იგი დიდი იმედებით მიიღეს, მაგრამ მან ამ იმედების გამართლება ვერ შეძლო, რის შემდეგაც იგი "ფიორენტინაში" გადავიდა, სადაც 50 მატჩში 13 გოლითა და 5 საგოლე გადაცემით გამოირჩა.


ამავდროულად, "ნოტინგემი" ძალიან ახლოსაა "მილანიდან" დივოკ ორიჯის ტრანსფერის დახურვასთან,
ბელგიაში დაბადებული ფეხბურთელი პრემიერლიგულ კლუბში, იოვიჩის მსგავსად,
ერთ წლიანი იჯარით გადავა, თუმცა ამ შემთხვევაში იჯარის დასრულების შემდეგ, ინგლისურ კლუბს "მილანიდან" ფეხბურთელის გამოსყიდვა შეეძლება.

ორიჯი "მილანში" გერმანული "ვოლფსბურგიდან" 1 წლის წინ გადავიდა,
ჩაატარა 36 მატჩი, რომელშიც 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი