"ჩემპიონთა ლიგიდან წარუმატებელი ზვიგენები დაგვემატებიან, რაც არ მომწონს" - ჟოზე მოურინიო » სპორტის ხაზი

"ჩემპიონთა ლიგიდან წარუმატებელი ზვიგენები დაგვემატებიან, რაც არ მომწონს" - ჟოზე მოურინიო

"ჩემპიონთა ლიგიდან წარუმატებელი ზვიგენები დაგვემატებიან, რაც არ მომწონს" - ჟოზე მოურინიო
14-10-2022, 23:00
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, "ევროპის ლიგაზე" სევილიურმა "ბეტისმა" მოურინიოს "რომას" უმასპინძლა და შეხვედრა 1:1 დასრულდა. ქულების განაწილების შემდეგ, რომაული გუნდი ჯგუფის მე-3 ადგილს 4 ქულით, ხოლო "ბეტისი" პირველ ადგილს 10 ქულით იკავებს.

სწორედ ამ მატჩის შემდეგ, ჟოზე მოურინიომ "ჩემპიონთა ლიგიდან" "ევროპის ლიგაზე" გადამსვლელ გუნდებზე ისაუბრა: "ცოტა ხანში, ის წარუმატებელი ზვიგენები, რომლებიც ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშებიან ევროპა ლიგაზე გადმოვლენ, შემდეგ კი ამავე ტურნირს დიდებულის სტატუსს მიანიჭებენ, რადგან მისი მოგების მთავარი ფავორიტები გახდებიან. ვფიქრობ, რომ ისინი ევროპა ლიგაზე არ უნდა გადმოდიოდნენ, თუმცა რეალობა სწორედ ასეთია", - ჟოზე მოურინიო.

შეგახსენებთ, რომ მოურინიოს "რომა" იტალიის ჩემპიონატში მე-6 ადგილს 19 ქულით იაკვებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი