ოთარ კიტეიშვილის 60 წუთი რომის "ლაციოს წინააღმდეგ" | მატჩის მომენტები » სპორტის ხაზი

ოთარ კიტეიშვილის 60 წუთი რომის "ლაციოს წინააღმდეგ" | მატჩის მომენტები

ოთარ კიტეიშვილის 60 წუთი რომის "ლაციოს წინააღმდეგ" | მატჩის მომენტები
14-10-2022, 22:00
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, "ევროპის ლიგაზე" ოთარ კიტეიშვილის "შტურმი" რომის "ლაციოს" ესტუმრა და შეხვედრა 2:2 დაძაბულ ბრძოლაში დასრულდა. აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმის მიწურულს ლაძარიმ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და სარის გუნდი 10 კაცით დარჩა.

დღევანდელი მონაცემებით, ქართველი ნახევარმცველის ჯგუფში სრული თანაფარდობაა, რადგან როგორც "ფეინოორდს", ისე "მიდტიულანდს", "ლაციოსა" და "შტურმს", ოთხივეს 5 ქულა აქვს და ფლეიოფში გასვლა უკლებლივ ყველას შეუძლია, ამიტომ გუშინდელი ქულა ავსტრიული გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი იყო.

შეგახსენებთ, რომ ოთარ კიტეიშვილს "შტურმის" მაისურით ამ სეზონში მხოლოდ 6 მატჩი აქვს გამართული.

იხილეთ მომენტები


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი