კილიან მბაპეს სატრანსფერო საგა დასრულებულია - ფრანგი ფეხბურთელი ამ სეზონსაც პარი სენ-ჟერმენში გაატარებს - ინფორმაციას ამის თაობაზე RCM Sport ავრცელებს.
ფრანგულ კლუბს იმედი აქვს, რომ სეზონის განმავლობაში მოახერხებენ და 24 წლის მოთამაშეს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე დაიყოლიებენ, რადგან თავისუფალი აგენტის სტატუსით, უფასოდ არ დატოვოს გუნდი.
ჯერჯერობით მბაპეს პოზიცია ამ საკითხაზე უცნობია - მხარეებს მოლაპარაკებებიც კი არ აქვთ დაწყებული, ყველაფერს, ალბათ სეზონის მიმდინარეობა გადაწყვეტს - ცნობისთვის, მბაპეს დამატების სურვილი მადრიდის რეალს აქვს.