"პავარისაც მესმის, მაგრამ ინტერში ტრანსფერი..." - მათეუსმა ფრანგი მცველის მომავალზე ისაუბრა » სპორტის ხაზი

"პავარისაც მესმის, მაგრამ ინტერში ტრანსფერი..." - მათეუსმა ფრანგი მცველის მომავალზე ისაუბრა

"პავარისაც მესმის, მაგრამ ინტერში ტრანსფერი..." - მათეუსმა ფრანგი მცველის მომავალზე ისაუბრა
28-08-2023, 22:48
Aa Aa
გაზიარება:

ლეგენდარულმა გერმანელმა ფეხბურტელმა, ლოთარ მათეუსმა ბენჟამინ პავარის მომავალზე ისაუბრა და ფრანგი მცველის ინტერში შესაძლო ტრანსფერი განიხილა.

"მიუხედავად დიდი სიყვარულისა ჩემი ყოფილი კლუბის მიმართ, უნდა ვთქვა, რომ ბაიერნიდან ინტერში გადასვლა არ იქნება კარიერის მხრივ წინ გადადგმული ნაბიჯი.

მართალია, ინტერმა გასულ სეზონში შესანიშნავად ითამაშა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, მაგრამ ბაიერნი ევროპაში მაინც უფრო დიდი კლუბია.

პავარის ცოტათი მესმის - ბაიერნში მას არ იყენებენ ცენტრალური მცველის პოზიციაზე, არადა მას ამ პოზიციაზე სურს თამაში. ის ყოველთვის სანდო და კარგი მოთამაშე იყო ბაიერნისთვის, არაერთხელ დაამტკიცა, რომ მაღალი დონის მცველია.

ასევე ვერ ვხვდები, თუ რატომ გაუშვა ბაიერნმა სტანისიჩი და ახლა იწყებს პავარის შემცვლელის ძიებას - ეს ჩემთვის გაუგებარია
", - განაცხადა მათეუსმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი