"როდესაც ხვიჩა ბურთს ეხება, ხედავ, რომ ის სხვა დონეა" - უცხოური მედია კვარაცხელიას თამაშს ეხმაურება » სპორტის ხაზი

"როდესაც ხვიჩა ბურთს ეხება, ხედავ, რომ ის სხვა დონეა" - უცხოური მედია კვარაცხელიას თამაშს ეხმაურება

"როდესაც ხვიჩა ბურთს ეხება, ხედავ, რომ ის სხვა დონეა" - უცხოური მედია კვარაცხელიას თამაშს ეხმაურება
28-08-2023, 22:06
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის სერია A-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ პირველივე შეხვედრაში საგოლე გადაცემა შეასრულა – შეცვლაზე შესულმა (61-ე წუთზე) ნაპოლის კაპიტანს, ჯოვანი დი ლორენცოს საგოლე გადაცემა გაუკეთა და გუნდს სამი ქულის მოპოვებაში დაეხმარა.

მიუხედავად იმისა, რომ ქართველმა მხოლოდ 29 წუთი ითამაშა, ხვიჩა კვარაცხელიამ მაღალი შეფაება მიიღო – Flashscore.com-ისგან 7,5 ქულა, Sofascore.com-ისგან – 7,4, ხოლო Whoscored.com-ისგან – 7.2.

იტალიური და ევროპული მედია ქართველი თავდამსხმელის წარმატებულ დაბრუნებას გამოეხმაურა.

footballnews 24 : კვარაცხელიამ შოუ დადგა



"ეს წლევანდელ სეზონში ნაპოლის მაისურით ხვიჩა კვარაცხელიას პირველი ოფიციალური მატჩი იყო, რომელშიც ქართველმა სწრაფად შეასრულა გადამწყვეტი როლი – მოედანზე შესვლიდან სამ წუთში დი ლორენცოს საგოლე გადაცემა მიაწოდა.

ხვიჩა კვარაცხელიამ ფროსინონესთან გასვლითი შეხვედრა გამოტოვა. სასუოლოსთან კი მოედანზე 61-ე წუთზე, პოლიტანოს ნაცვლად შევიდა და მხოლოდ სამი წუთი დასჭირდა ახალ სეზონში პირველი შედეგიანი მოქმედებისთვის – კვარამ დი ლორენცო მეკარესთან პირისპირ დატოვა და ნაპოლის კაპიტანმა ანგარიში 2:0 გახდა.
"

Marca : ოსიმენის და კვარაცხელიას დუეტმა ნაპოლის კიდევ ერთი გამარჯვება მოუტანა



"კვარაცხელიამ მოედანზე შესვლიდან სამი წუთის შემდეგ შესანიშნავი პასით დი ლორენცოს გოლი გაატანინა. ამ გამარჯვებით ნაპოლიმ აჩვენა, რომ წელსაც ჩემპიონობისთვის იბრძოლებს“.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.