დუდა სანაძე : "მზად ვართ ლუკა დონჩიჩის გასანეიტრალებლად" » სპორტის ხაზი

დუდა სანაძე : "მზად ვართ ლუკა დონჩიჩის გასანეიტრალებლად"

დუდა სანაძე : "მზად ვართ ლუკა დონჩიჩის გასანეიტრალებლად"
28-08-2023, 13:11
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატზე მეორე მატჩს ჯგუფის მთავარ და ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტთან, სლოვენიასთან გამართავს. ეს ქვეყანა, უფრო კი მისი საკალათბურთო ნაკრები რამდენიმე წელია, ერთ ადამიანთან – ლუკა დონჩიჩთან ასოცირდება, რომელიც ნამდვილი გენიოსია და მარტოდმარტო შეუძლია თამაშის ბედის გადაწყვეტა.

სლოვენიამ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი მატჩი ვენესუელას მოუგო, ხოლო მუნდიალისთვის მოსამზადებელ პერიოდში სეკულიჩის გუნდმა 8 სპარინგ-მატჩი ჩაატარა: სლოვენიამ ჯერ ჩინეთს მოუგო 75:73, შემდეგ საბერძნეთთან ზედიზედ ორჯერ დამარცხდა 91:99 და 77:88, ჩვენმა მეტოქემ მომდევნო მატჩი მონტენეგროსთან ჩაატარა და მაღალშედეგიან შეხვედრაში 104:100 მოიგო, ამას კი რთულ გუნდებთან ორი მარცხი მოჰყვა – ესპანეთთან 79:99 და აშშ-სთან 62:92, ბოლოს კი იაპონიასთან 103:68 გაიმარჯვეს.

აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ საქართველო და სლოვენია აქამდე ერთმანეთს სამჯერ დაუპირისპირდნენ და სამივეჯერ შეხვედრა მეტოქის სასარგებლოდ დასრულდა.

სლოვენიასთან მატჩამდე მედიასთან კომენტარი ნაკრების კალათბურთელმა, დუდა სანაძემ გააკეთა, რომელმაც ლუკა დონჩიჩის წინააღმდეგ თამაშის სირთულეს გაუსვა ხაზი:

"ძალიან კარგ და შეთამაშებულ ნაკრებს ვეთამაშებით. სლოვენიას ძალიან მაგარი მსროლელები ჰყავს, ფიზიკურად კარგ კონდიციებში არიან.

ჩვენ კმაყოფილები ვართ სავარჯიშო სესიებით, გამოვასწორეთ ჩვენი შეცდომები და სლოვენიასთან თამაშში ძალიან ბევრი რამ გადაწყდება. ტაქტიკურად მზად ვართ ლუკა დონჩიჩის დასაჭერად, მაგრამ არ უნდა გამოგვჩეს სხვა მოთამაშეებიც, რადგან მხოლოდ ერთი კალათბურთელი თამაშს ვერ მოიგებს
."


შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და სლოვენიის ნაკრებებს შორის დაპირისპირება დღეს, 28 აგვისტოს, ოკინავა არენაზე, თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი