ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის და მისი ყოფილი მეუღლის, ნეკა დოროყაშვილის სასამართლო დავა ამ დრომდე გრძელდება.
სასამართლომ, მოწმეს სახით ნიკოლოზის ძმა, თენგო ბასილაშვილი გამოიძახა - პროცესის განმავლობაში, თენგომ ნეკა დოროყაშვილის მოთხოვნებზე და უკვე მიღებულ ქონებრივ სარგებელზეც ისაუბრა:
"გოგებაშვილის ქუჩაზე არსებული კომერციული ფართი გადასცა, შვილს მცხეთის ქუჩაზე სახლი და 100 000 დოლარი. ნელის ახალი მანქანა, "იქს 5" აჩუქა, ისეთი, როგორიც უნდოდა, სახლთან მიუყვანა. მერე ვინ გაყიდა, არ ვიცი".
ნიკოლოზის ძმამ, იმის შესახებაც ისაუბრა, თუ რა მოთხოვნები ჰქონდა განქორწინების შემდეგ ნელი დოროყაშვილს:
"ყველანაირი უძრავი ქონების გადაფორმებას ითხოვდა, რაზეც ნიკა დათანხმდა, რადგან პროვოკაციის თავიდან არიდება სურდა.
500 ათას დოლარს ითხოვდა, ასევე ვაკეში სახლს თავისი პარკინგებით და შემნახველებით - მცხეთის ქუჩაზე არსებულ სახლსაც (რომელიც ნიკამ ლუკას აჩუქა), გოგებაშვილის ქუჩაზე კომერციულ ფართს და ყოველთვიურად 18 000 ლარს ალიმენტის სახით", - განაცხადა თენგო ბასილაშვილმა.