"მისი წასვლა? ვიტირებ" - 'მეცის' მწვრთნელი მიქაუტაძის მომავალზე » სპორტის ხაზი

"მისი წასვლა? ვიტირებ" - 'მეცის' მწვრთნელი მიქაუტაძის მომავალზე

"მისი წასვლა? ვიტირებ" - 'მეცის' მწვრთნელი მიქაუტაძის მომავალზე
27-08-2023, 22:15
Aa Aa
გაზიარება:

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-3 ტურში გიორგი მიქაუტაძის გოლით მეცმა სტუმრად კლერმონი დაამარცხა და ამ სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიასთან კომენტარი ფრანგული კლუბის თავკაცმა, ლასლო ბოლონიმ გააკეთა, რომელმაც ყველაფერთან ერთად მიქაუტაძის მომავალზეც ისაუბრა.

"ჟორჟი ზედიზედ ორი სეზონი განათხოვრებული იყო, გაგვიმართლა, რომ მას ისევ შევხვდით. რაც მან გასულ სეზონში გააკეთა, გასაოცარი იყო. გარდა ამისა, დიდებული ბიჭია, ვამაყობთ მისით. თუ ის წავა, რა თქმა უნდა, ვიტირებ, მაგრამ ამასთანავე, გავიღიმებ და გამიხარდება მისი გადაწყვეტილება. ვიმედოვნებ, რომ ჭკვიანურ გადაწყვეტილებას ვიპოვით, რათა სხვადასხვა მხარე დარჩეს კმაყოფილი.

კარგი ბომბარდირის პოვნა დღეს რთულია, თან კარგი ბიჭის, რომელსაც მწვრთნელთან კარგი ურთიერთობა ექნება, ეს კიდევ უფრო რთულია. ვიცი, რომ ასეთია ფეხბურთელის ცხოვრება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მსურს იმედი ვიქონიო, რომ გონივრულ გამოსავალს ვიპოვით და მიქაუტაძეს შევინარჩუნებთ.
"


დღევანდელი გოლი ახალგაზრდა ფორვარდისთვის მესამე საგოლე კონტრიბუცია იყო ამ სეზონში - საგოლე გადაცემა რენთან, გოლი მარსელთან და კლერმონთან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი