იტალიის სერია ა-ს მეორე ტურის შეხვედრაში ნაპოლი საკუთარ მოედანზე სასუოლოს უმასპინძლებს.
აღნიშნულ მატჩში გულშემატკივარტა დიდი ნაწილი ხვიცა კვარაცხელიას ძირითად შემადგენლობაში დაბრუნებას ელოდა, თუმცა, მთავარმა მწვრთნელმა ქართველი სათადარიგოთა სკამზე დასვა და დიდი ალბათობით შეხვედრის მეორე ნახევრიდან ჩართავს თამაშში.
ნაპოლი (4-3-3): მერეტი - დი ლორენცო, რაჰმანი, ჟესუსი, ოლივერა - ანგისა, ლობოტკა, ჟიელინსკი - პოლიტანო, რასპადორი, ოსიმენი.