თოფურია: "ვოლკანოვსკი დროა დანებებისთვის მოემზადოს - ჭკუის სასწავლებლად მოვდივარ" » სპორტის ხაზი

თოფურია: "ვოლკანოვსკი დროა დანებებისთვის მოემზადოს - ჭკუის სასწავლებლად მოვდივარ"

თოფურია: "ვოლკანოვსკი დროა დანებებისთვის მოემზადოს - ჭკუის სასწავლებლად მოვდივარ"
26-08-2023, 21:44
Aa Aa
გაზიარება:

ილია თოფურია ქვემსუბუქ და სუპერმსუბუქ წონებში მიმდინარე სიტუაციას გამოეხმაურა - ქართველი მატადორის კომენტარს სოციალურ ქსელში Fight Night Georgia აქვეყნებს.

"დიდ პატვის ვცემ ჰოლოუეისა და კორეელ ზომბის, მაგრამ დროა კარიერა დაასრულონ. შონ ო'მალი ასე გააგრძელე და შეიძლება ერთ დღეს ოქტაგონი გავიზიაროთ, ხოლო ვოლკანოვსკი დროა დანებებისთვის მოემზადოს - ჭკუის სასწავლებლად მოვდივარ", - განაცხადა თოფურიამ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ალექსანდრ ვოლკანოვსკი UFC 292-ზე შონ ო'მალის ალჯამეინ სტერლინგთან გამარჯვებას საკუთარ Youtube არხზე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამიერიდან მისი ნომერ პირველი მიზანი ილია თოფურიასთან წლის ბოლომდე ჩხუბის ჩანიშვნა და მისი დამარცხებაა.

"მე და ალჯოს შეგვეძლო გრანდიოზული დაპირისპირება მოგვეწყო, მაგრამ ის დამარცხდა და ახლა დიდი ალბათობით რევანში ენდომება, ასე რომ, ჩვენი დაპირისპირება დიდი ალბათობით არ შედგება.

რა იქნება მომავალში? ყველამ კარგად იცის, რომ ჩხუბი რაც შეიძლება მალე მსურს - ოქტაგონზე დაბრუნება წლის ბოლომდე მინდა.

ისლამ მახაჩევთან მატჩ-რევანში მსურს, მაგრამ მას ჩხუბი ოქტობერში უკვე ჩანიშნული აქვს, ასე რომ, ჩვენი შეხვედრა სხვა დროს შედგება, მანამდე კი მოცდა არ მინდა.

ასეთ შემთხვევაში მინდა ილიას მივმართო, გააგრძელე ყბედობა, ეს მე ძალიან მომწონს და კიდევ უფრო მეტ სტიმულს მაძლევს იმისთვის, რომ სიფათი გაგიერთიანო
", - განაცხადა ვოლკანოვსკიმ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.