გიგა ჭიკაძის პირველი კომენტარი ალექს კასერესის დამარცხდების შემდეგ » სპორტის ხაზი

გიგა ჭიკაძის პირველი კომენტარი ალექს კასერესის დამარცხდების შემდეგ

გიგა ჭიკაძის პირველი კომენტარი ალექს კასერესის დამარცხდების შემდეგ
26-08-2023, 18:32
Aa Aa
გაზიარება:

წელიწადნახევრიანი პაუზის შემდეგ, გიგა ჭიკაძე ოქტაგონს UFC Fight Night 225-ზე დაუბრუნდა, სადაც ამერიკელი მებრძლი ალექს კასერესი დაამარცხდა.

გამარჯვების შემდეგ, ქართველმა ნინძამ პირველი, ემოციური კომენტარიც გააკეთა:

"ძალიან რთულია სამსახურის გარეშე ყოფნა წელიწად ნახევრის განმავლობაში, მითუმეტეს მაშინ, როცა ორი შვილი და მეუღლე გყავს - UFC-მ კარიერის დასაწყისში კარგი შესაძლებლობა მომცა.

8 ბრძოლა ჩავატარე 2 წლის განმავლობაში, რაც რა თქმა უნდა რთული იყო, მაგრამ როგორც ხედავთ ბევრ რამეზე ვიმუშავე და საკუთარი სტილი ოდნავ შევცვალე, რათა დარწმუნებული ვიყო, რომ ყველა ბრძოლას მოვიგებ.

გიგა შოუ დაბრუნდა! ყველასთვის მოვდვიარ, ჩამინიშნეთ ბრძოლა ნებისმიერთან 16 დეკემბრის ქარდზე, ამჯერად მანდ ყოფნა მინდა, არასდროს მიბრძოლია მთავარ ფეიფერვიუზე და ახლა ეს მინდა!
", - განაცხადა ჭიკაძემ.

ცნობისთის, მსაჯების გადაწყვეტილებით შეხვედრის სამივე რაუნდი ქართველმა მოიგო (30:27, 30:27, 30:27).


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.