'გვიხარია, რომ მსოფლიო ჩემპიონატი მოგებით დავიწყეთ' - რა თქვეს ბითაძემ და ზუროსმა მატჩის შემდეგ » სპორტის ხაზი

'გვიხარია, რომ მსოფლიო ჩემპიონატი მოგებით დავიწყეთ' - რა თქვეს ბითაძემ და ზუროსმა მატჩის შემდეგ

'გვიხარია, რომ მსოფლიო ჩემპიონატი მოგებით დავიწყეთ' - რა თქვეს ბითაძემ და ზუროსმა მატჩის შემდეგ
26-08-2023, 15:08
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა და კაბო ვერდე დიდი ანგარიშით 85:60 დაამარცხა. მატჩის შემდეგ, პრესკონფერენციაზე თამაში საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა და კალათბურთელმა გოგა ბითაძემ შეაფასეს:

ილიას ზუროსი: "დღევანდელი დღე ისტორიული იყო ქართული კალათბურთისთვის, საქართველოს ნაკრებმა პირველი მატჩი ჩაატარა მსოფლიო ჩემპიონატზე და მოხარულები ვართ, რომ მოვიგეთ. ასევე უნდა გავაგრძელოთ და მომავალ მატჩებშიც გამარჯვებაზე ვიყოთ კონცენტრირებულნი.

დღევანდელ დაპირისპირებაში იმაზე უკეთესად ვითამაშეთ, ვიდრე მოველოდით. კალათბურთელებმა ყველაფერი გააკეთეს წარმატებისთვის. გოგა ბითაძეს მცირე ტრავმა აწუხებდა, მაგრამ ამის მიუხედავად, ერთ-ერთი საუკეთესო იყო მოედანზე.

მომავალ შეხვედრას რაც შეეხება, სლოვენია გამორჩეული გუნდია, რომლის შემადგენლობაში ლუკა დონჩიჩი თამაშობს. ჩვენთვის მსოფლიო ჩემპიონატზე ამ ნაკრებთან თამაში დიდი გამოწვევაა, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ წარმატებას მივაღწიოთ."


გოგა ბითაძე : "გვიხარია, რომ მსოფლიო ჩემპიონატი მოგებით დავიწყეთ. გუნდმა კარგად ითამაშა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.

რაც შეეხება ედი ტავარეშს, ის ძალიან მაღალი დონის კალათბურთელია და ძნელი იყო მის წინააღმდეგ გამოსვლა, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა დაცვაში ყურადღებით ითამაშა და კარგად გაართვა თავი მის განეიტრალებას."


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი