'აღელვებულები ვიყავით' - კაბო ვერდეს ნაკრების მთავარი მწვრთნელი საქართველოსთან მარცხის შემდეგ » სპორტის ხაზი

'აღელვებულები ვიყავით' - კაბო ვერდეს ნაკრების მთავარი მწვრთნელი საქართველოსთან მარცხის შემდეგ

'აღელვებულები ვიყავით' - კაბო ვერდეს ნაკრების მთავარი მწვრთნელი საქართველოსთან მარცხის შემდეგ
26-08-2023, 15:04
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრებმა სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა კაბო ვერდეს ნაკრებთან დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო, ილიას ზუროსის გუნდმა მეტოქემ 85:60 დაამარცხა.

მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე კაბოვერდელთა მთავარმა მწვრთნელმა, ემანუელ ტროვოადამ განაცხადა, რომ მისი გუნდი მოედანზე ღელავდა, რამაც, დიდწილად, შედეგი განაპირობა.

"პირველად ვთამაშობთ მსოფლიო ჩემპიონატზე და თავიდან აღელვებულები ვიყავით, ზედმეტად ვნერვიულობდით, თუმცა შემდეგ მატჩში კარგად ჩავერთეთ. მიუხედავად ამისა, მეტოქე დაწინაურდა. სამწუხაროა, რომ სამქულიანები საერთოდ ვერ გამოვიყენეთ.

მეორე ტაიმის წინ მოთამაშეებს ვუთხარი, თამაშისგან სიამოვნება მიეღოთ, რამაც პოზიტიური შედეგი გამოიღო. მუშაობას გავაგრძელებთ, გავააანალიზებთ ამ მატჩს და მომდევნო თამაშში ვენესუელასთან უკეთეს გუნდს იხილავთ.

გულშემატკივრებმა ბევრი იფრინეს, რათა აქ ყოფილიყვნენ და ჩვენთვის მხარი დაეჭირათ. ტრიბუნებზე ნაკრების რამდენიმე ყოფილი წევრიც შევნიშნე. ისინი მხარს საოცრად გვიჭერდნენ. ჩვენ პატარა ერთი ვართ, დიდი გულითა და ენერგიით."
– განაცხადა კაბო ვერდეს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი