ისტორიული შედეგი - საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატს მოგებით იწყებს » სპორტის ხაზი

ისტორიული შედეგი - საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატს მოგებით იწყებს

ისტორიული შედეგი - საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატს მოგებით იწყებს
26-08-2023, 13:55
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ისტორიული დაპირისპირება საქართველოს ეროვნულ ნაკრებსა და კაბო ვერდეს შორის "ჯვაროსნების" დამაჯარებელი გამარჯვებით, 60:85.

აღსანიშნავია ილია ზუროსის ბიჭების გამორჩეული შეხვედრა, ლამაზი მომენტებით, სამქულიანებით და ჰაილაითებით.

რთულია ამ შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე დაასახელო საქართველოს ნაკრებიდან, თუმცა გამორჩეული იყო გუნდის კაპიტანი თორნიკე შენგელია 16 ქულით 7 მოხსნით და 1 შედეგიანი პასით.

ძალიან კარგი მატჩი ჰქონდათ გოგა ბითაძეს (15 ქულა) , დუდა სანაძეს (12 ქულა) და სანდრო მამუკელაშვილს (10 ქულა).

მოწინააღმდეგის რიგებიდან კი საუკეთესო მენდეში გახლდათ 11 ქულით 2 მოხსნით და 1 პასით.

აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 28 აგვისტოს, სლოვენიის წინააღმდეგ გამართავს, რომელიც ჯგუფის ფავორიტად მიიჩნევა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი