ვუჩევიჩის ორმაგი დუბლი, ავსტრალიამ ფინეთი, იტალიამ ანდორა დაამარცხა - კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატის პირველი დღე » სპორტის ხაზი

ვუჩევიჩის ორმაგი დუბლი, ავსტრალიამ ფინეთი, იტალიამ ანდორა დაამარცხა - კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატის პირველი დღე

ვუჩევიჩის ორმაგი დუბლი, ავსტრალიამ ფინეთი, იტალიამ ანდორა დაამარცხა - კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატის პირველი დღე
25-08-2023, 15:05
Aa Aa
გაზიარება:

კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩში ერთმანეთს ფინეთისა და ავსტრალიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. ფავორიტებად ავსტრალიელები მიიჩნეოდნენ და თამაშიც მათი დომანიაციით წარიმართა.

შეხვედრის პირველი მეოთხედი ფინელების გამარჯვებით დასრულდა, მაგრამ შემდეგ ინიციატივა მთლიანად ავსტრალიის ეროვნული გუნდის ხელში გადავიდა და დარჩენილი პერიოდები მათი სრული უპირატესობით მიმდინარეობდა – 28:19; 25:14; 28:18. საბოლოოდ ავსტრალიამ დიდი ანგარიშით მოიგო 98:72 და მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება იზეიმა.

ფავორიტების გამარჯვებით დასრულდა მეორე მატჩიც, რომელშიც იტალიამ ანგოლა 81:67 დაამარცხა.

თავისი შეხვედრა მონტენეგრომაც მოიგო მექსიკასთან. გამორჩეული იყო ვუჩევიჩი, რომელმაც 27 ქულას, 10 მოხსნას და 1 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.

დიდი ანგარიშით იმარჯვა ასევე ლატვიამ ლიბანთან. ლატვიელთა რიგებიდან საუკეთესო ბერტანსი იყო 20 ქულით და 4 შედეგიანი გადაცემით.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად მონაწილეობს. ჩვენი ნაკრები პირველ შეხედრას ხვალ, 26 აგვისტოს კაბო ვერდესთან გამართავს. მატჩი თბილისის დროით 11:50 საათზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი