ლევან მაისაშვილმა შოტლანდიის წინააღმდეგ 'ბორჯღალოსნების' შემადგნელობა დაასახელა » სპორტის ხაზი

ლევან მაისაშვილმა შოტლანდიის წინააღმდეგ 'ბორჯღალოსნების' შემადგნელობა დაასახელა

ლევან მაისაშვილმა შოტლანდიის წინააღმდეგ 'ბორჯღალოსნების' შემადგნელობა დაასახელა
24-08-2023, 17:34
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 26 აგვისტოს, ედინბურგში, შოტლანდიის ნაკრებთან ტესტმატჩით მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელ ეტაპს ასრულებს. თამაში თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

ამ შეხვედრისთვის „ბორჯღალოსანთა“ მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა შემადგენლობა დაასახელა.

ერთი კვირის წინ აშშ-სთან 22-7 მოგებული მატჩის შემდეგ, სასტარტო 15-ეულში ხუთი ცვლილებაა – სამი შერკინებაში და ორი ხაზში. მარცხენა ბურჯად შემადგენლობაში დაბრუნდა მიხეილ ნარიაშვილი, მარჯვენა ბურჯის პოზიციაზე კი ადგილი ბექა გიგაშვილმა შეინარჩუნა.

მეორე ხაზში თამაშს იწყებს კოტე მიქაუტაძე, რომელსაც ამჯერად ლადო ჩაჩანიძე შეუწყვილდება. ერთი ცვლილებაა მესამე ხაზში – ფლანკერად ბრუნდება მიხეილ გაჩეჩილაძე, ლუკა ივანიშვილი და თორნიკე ჯალაღონია კი კვლავ დამწყებთა შორის არიან.

შენარჩუნებულია ღერძი და შოტლანდიასთან თამაშს ვასილ ლობჟანიძე და ლუკა მატკავა იწყებენ. გუნდის კაპიტან მერაბ შარიქაძეს ცენტრში ამჯერად დემე თაფლაძე შეუწყვილდება, კვლავ ძირთადში არიან ფულბეკი დავით ნინიაშვილი და ფრთა აკა ტაბუცაძე, ხოლო მეორე ფრთა მირიან მოდებაძე იქნება.

ტრავმა მოიშუშა, შოტლანდიასთან ბრუნდება და მარქაფაშია მგეზავი თედო აბჟანდაძე. 9 ნომრის შეცვლაზეა გელა აფრასიძე, ხოლო ხაზში გიორგი კვესელაძე შევა.

აშშ-სთან მატჩის მსგავსად პირველი ხაზის შეცვლაზე არიან კვაჭი თენგიზ ზამთარაძე და ბურჯები – გურამ გოგიჩაშვილი და გურამ პაპიძე. მეორე ხაზში ბრუნდება ლაშა ჯაიანი, მესამე ხაზში კი ამჯერად სანდრო მამამთავრიშვილს ვიხილავთ.

ლევან მაისაშვილმა შოტლანდიის წინააღმდეგ 'ბორჯღალოსნების' შემადგნელობა დაასახელა

ნაკრების შემადგენლობა შოტლანდიის წინააღმდეგ



კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი