'მზად ვართ' - ზუროსისა და თორნიკე შენგელიას პრესკონფერენცია » სპორტის ხაზი

'მზად ვართ' - ზუროსისა და თორნიკე შენგელიას პრესკონფერენცია

'მზად ვართ' - ზუროსისა და თორნიკე შენგელიას პრესკონფერენცია
24-08-2023, 17:19
Aa Aa
გაზიარება:

კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ორი დღით ადრე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა და გუნდის კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ ოკინავაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

ილიას ზუროსი : "მზად ვართ, მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენი პირველი გამოჩენისთვის. გვინდა, რომ ვისიამოვნოთ აქ გატარებული ყოველი წამით, ამასთან ერთად, მოვიგოთ რაც შეიძლება მეტი თამაში და ვიყოთ კონკურენტუნარიანები."

თორნიკე შენგელია : "იაპონიაში რამდენიმე დღის წინ ჩამოვფრინდით. კუნძული ძალიან მოგვეწონა, ხალხი ძალიან კეთილგანწყობილია. ეს ჩვენი პირველი გამოჩენაა მსოფლიო ჩემპიონატზე, აქ ყოფნა ძალიან გვახარებს, თუმცა, ამავდროულად, გვინდა, ტურნირზე ჩვენი ნაკვალევი დავტოვოთ – რაც შეიძლება მეტი თამაში მოვიგოთ და, შეძლებისდაგვარად, შორს წავიდეთ."

- რა არის თქვენი გუნდის ძლიერი მხარე?

შენგელია: "გავაუმჯობესეთ პერიმეტრზე თამაში, ამასთან, ხასიათი და მებრძოლი სული ჩვენი ერთ-ერთი ძლიერი მხარეა."

- თქვენი ქვეყანა ცნობილია ყურძნითა და ღვინით, დასვენების დღეებში თუ სვამთ ღვინოს?

შენგელია: "ზოგადად, ცოტ-ცოტას ვსვამთ, მაგრამ არა მიმდინარე ჩემპიონატზე, რადგან ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად მომზადებული ვიყოთ. თუმცა, ერთი ჭიქა სადილზე არავის ვნებს, განსაკუთრებით, გამარჯვების შემდეგ."

- თქვენი ვარცხნილობა ძალიან ჰგავს სამურაის სტილს. კონკრეტული ვარცხნილობა გაქვთ თუ შეკრული თმა იაპონიისთვის შეარჩიეთ?

შენგელია : " ჩვენი მიზანი იყო, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე მოვხვედრილიყავით, ძალიან გვინდოდა იაპონიაში თამაში და მე ჩემი სტილით აქ ყოფნა ვიწინასწარმეტყველე."

ზუროსი: "ვიმედოვნებ, ყველა იაპონელი გვიქომაგებს ამის გამო."

- ორ დღეში კაბო ვერდეს ეთამაშებით, რას უნდა ველოდოთ პირველ თამაშში?

შენგელია: "ვიცით, რომ ერთ-ერთ ყველაზე ბრძოლისუნარიან გუნდს ვუპირისპირდებით. კარგად ვიაზრებთ პირველი თამაშის მნიშვნელობას. ჩვენვის უმთავრესია, მოედანზე გასვლის პირველივე წუთებიდან მეტოქეს დავანახოთ, როგორ ვითამაშებთ ფიზიკური და მენტალური სიძლიერით. გვინდა, რომ პირველი თამაშით მთელი ტურნირის ფონი შევქმნათ."


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი