როგორ გამოეხმაურა ხვიჩა კვარაცხელია კიმ მინ ჯეს ბაიერნში დებიუტს? (ფოტო) » სპორტის ხაზი

როგორ გამოეხმაურა ხვიჩა კვარაცხელია კიმ მინ ჯეს ბაიერნში დებიუტს? (ფოტო)

როგორ გამოეხმაურა ხვიჩა კვარაცხელია კიმ მინ ჯეს ბაიერნში დებიუტს? (ფოტო)
23-08-2023, 16:45
Aa Aa
გაზიარება:

ბუნდესლიგაში საკუთარ დებიუტს სოციალურ ქსელში ბაიერნის ახალწვეული, კიმ მინ ჯეც გამოეხმაურა, რომელსაც კომენტარი ქართველმა შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამაც დაუწერა.

"ბედნიერი ვარ ბუნდესლიგის პირველი მატჩის მოგებით. კარგად მოვემზადები, რომ მომდევნო მატჩის დღეს უკეთესი თამაში ვაჩვენო.

მადლობა მათ, ვინც გამთენიისას კორეაში მხარი დამიჭირა და შეხვედრას უყურა. შემიძლია უკეთესი თამაში გაჩვენოთ, გთხოვთ, რომ ჩემი მხარდაჭერა გააგრძელოთ
", - წერს კიმი სოციალურ ქსელში.

აღნიშნულ პოსტს კი კომენტარებში სამხრეთ კორეელი მცველის ყოფილი თანაგუნდელი, ხვიჩა კვარაცხელიაც გამოეხმაურა, წარწერით: "საუკეთესო ხარ ძმაო!"


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი