arenanapoli: 'გარსიას სურს, რომ კვარაცხელია უფრო საშიში გახადოს' » სპორტის ხაზი

arenanapoli: 'გარსიას სურს, რომ კვარაცხელია უფრო საშიში გახადოს'

arenanapoli: 'გარსიას სურს, რომ კვარაცხელია უფრო საშიში გახადოს'
23-08-2023, 15:00
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლის ახალი მწვრთნელის, რუდი გარსიას სიმპატიები ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ აშკარაა, რადგან ფრანგი სპეციალისტი ყველა ინტერვიუში საუბრობს 22 წლის შემტევზე და მის დადებით თვისებებზე.

თუმცა, 59 წლის სპეციალისტს სურს ხვიჩა უფრო საშიში გახადოს, ამის შესახებ azzetta dello Sport-ის დღევანდელი გამოცემა იტყობინება:

"კვარას შესრულების გასაუმჯობესებლად და კარის წინ უფრო ეფექტური რომ გახადოს, რუდი რამდენიმე განსხვავებულ სვლებზე ფიქრობს. მას რა თქმა უნდა არ სურს გამომგონებლობისა და ფანტაზიის კასტრაცია, ვისაც შეუძლია თამაშის გადაჭრა ერთი თამაშით, თუმცა ფრანგს ესმის ის სიტუაცია, რომ ქართველის ეფექტურობისა და შესრულების პროცენტის გასაზრდელად, სხვა საკითხებთან ერთად, უნდა გამოიყენოს ქართველის შესაძლებლობები პერიმეტრიდან, საკალათბურთო სიტყვებით რომ ვთქვათ" - წერს სპორტული გაზეთი.

შეგახსენებთ, რომ პარტენოპეიმ საფეხბურთო სეზონი ფროზინონესთან მატჩით გახსნა, სადაც აძურიმ კვარაცხელიას გარეშე 1:3 იმარჯვა.

ხვიჩა აღნიშნული მატჩი კუნთების გადაღლილობის გამო გამოტოვა, თუმცა ოფიციალურად დადასტურდა, რომ ახალგაზრდა ვინგერი სასულოსთან შეხვედრისთვის მზად იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.