ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი - 'შახტარმა' აზაროვი წარადგინა » სპორტის ხაზი

ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი - 'შახტარმა' აზაროვი წარადგინა

ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი - 'შახტარმა' აზაროვი წარადგინა
22-08-2023, 21:30
Aa Aa
გაზიარება:

დონეცკის შახტარმა ირაკლი აზაროვის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. კლუბის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს ნაკრების მცველმა კლუბთან ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომელიც 2028 წლის 30 ივნისამდე არის გათვილილი.

აზაროვმა ფეხბურთის თამაში დინამოს თბილისის აკადემიაში“ დაიწყო. მთავარ გუნდში სადებიუტო მატჩი 17 წლის ასაკში ჩაატარა (სულ 14 მატჩი, 3 საგოლე პასი). 2021 წლის იანვარში ბათუმის დინამოში გადავიდა, სადაც წელიწადნახევარში 65 მატჩი ჩაატარა (4 გოლი, 10 საგოლე პასი). 2022 წლიდან კარიერა ბელგრადის ცრვენა ზვეზდაში გააგრძელა (26 მატჩი, 3 საგოლე პასი). არის საქართველოსა (2019, 2020, 2021) და სერბეთის ჩემპიონი (2023).

2017 წლიდან ირაკლის რეგულარულად იძახებენ საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში. 21-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ითამაშა 2023 წლის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატზე. 2021 წლის 2 ივნისს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დებიუტი რუმინეთთან ამხანაგურ მატჩში ჰქონდა.

ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი - 'შახტარმა' აზაროვი წარადგინა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.