ქართველი ჩოგბურთელი კორტზე დაბრუნებას ჯერ კიდევ ვერ ახერხებს.
მოგეხსნებათ 2 თვის წინ ნიკოლოზმა იდაყვზე ოპერაცია გაიკეთა და შემდეგ რეაბილიტაციის კურსს გადიოდა. ამის შემდეგ ის მალე უნდა დაბურნებულიყო კორტზე მაგრამ რეაბილიტაციის დროს , ბასილაშვილი ისევ ტკივილს გრძნობდა იდაყვის არეში და მეორედ დასჭირდა ქირურგიული ჩარევა.
ამის შესახებ თავად ნიკოლოზმაც ისაუბრა 1 თვის წინ: მოსამზადებელ პერიოდში ისევ ტკივილს ვგრძნობდი იდაყვის არეში და კიდევ ერთი ჩარევა დამჭირდა. ამ ერთი თვის განმავლობაში ვეცდებით მე და ჩემი გუნდი კარგად მოვემზადოთ და დავუბრუნდეთ თამაშს ტკივილების გარეშე!
ნიკოლოზ ბასილაშვილი ამჟამად ATP რეიტინგში 345-ე ადგილს იკავებს.
თუ როდის დაბრუნდება ბასილაშვილი კორტზე ეს ჯერ კიდევ უცნობია.