"გააგრძელე ყბედობა, ეს უფრო მანდომებს, რომ სიფათი გაგიერთიანო" - ვოლკანოვსკის მიმართვა თოფურიას » სპორტის ხაზი

"გააგრძელე ყბედობა, ეს უფრო მანდომებს, რომ სიფათი გაგიერთიანო" - ვოლკანოვსკის მიმართვა თოფურიას

"გააგრძელე ყბედობა, ეს უფრო მანდომებს, რომ სიფათი გაგიერთიანო" - ვოლკანოვსკის მიმართვა თოფურიას
22-08-2023, 14:15
Aa Aa
გაზიარება:

ალექსანდრ ვოლკანოვსკი UFC 292-ზე შონ ო'მალის ალჯამეინ სტერლინგთან გამარჯვებას საკუთარ Youtube არხზე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამიერიდან მისი ნომერ პირველი მიზანი ილია თოფურიასთან წლის ბოლომდე ჩხუბის ჩანიშვნა და მისი დამარცხებაა.

"მე და ალჯოს შეგვეძლო გრანდიოზული დაპირისპირება მოგვეწყო, მაგრამ ის დამარცხდა და ახლა დიდი ალბათობით რევანში ენდომება, ასე რომ, ჩვენი დაპირისპირება დიდი ალბათობით არ შედგება.

რა იქნება მომავალში? ყველამ კარგად იცის, რომ ჩხუბი რაც შეიძლება მალე მსურს - ოქტაგონზე დაბრუნება წლის ბოლომდე მინდა.

ისლამ მახაჩევთან მატჩ-რევანში მსურს, მაგრამ მას ჩხუბი ოქტობერში უკვე ჩანიშნული აქვს, ასე რომ, ჩვენი შეხვედრა სხვა დროს შედგება, მანამდე კი მოცდა არ მინდა.

ასეთ შემთხვევაში მინდა ილიას მივმართო, გააგრძელე ყბედობა, ეს მე ძალიან მომწონს და კიდევ უფრო მეტ სტიმულს მაძლევს იმისთვის, რომ სიფათი გაგიერთიანო
", - განაცხადა ვოლკანოვსკიმ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.