კოკო გოფი ცინცინატის მასტერსის ჩემპიონია! » სპორტის ხაზი

კოკო გოფი ცინცინატის მასტერსის ჩემპიონია!

კოკო გოფი ცინცინატის მასტერსის ჩემპიონია!
20-08-2023, 23:38
Aa Aa
გაზიარება:

მსოფლიოს მე-7 ჩოგანმა , კოკო გოფმა კარიერაში პირველი მასტერსი მოიგო. ფინალში მან ჩეხი ეკატერინა მუხოვა 2 სეტში დაამარცხა.

რაც შეეხება ფინალის მიმდინარეობას: პირველ სეტში ამერიკელი სათამაშო უპირატესობას ფლობდა და ეს შედეგზეც აისახა. საჭირო დროს შეძლო ჩეხი ჩოგბურთელის დაბრეიკება და შედეგად 6-3 მოიგო პირველი სეტი.

მეორე სეტში მუხოვამ ვეღარ გაუძლო წნეხს და ამერიკელმაც ფსიქოლოგიური უპირატესობა მოიპოვა , რის შედეგადაც მატჩის სათავისოდ დატოვება აღარ გასჭირვებია.

გოფმა ამ გამარჯვებით არამარტო მასტერსის ტიტული მოიპოვა , არამედ 1000 ქულა და $1,019,335 გამოიმუშავა.


კოკო გოფი ცინცინატის მასტერსის ჩემპიონია!





იხილეთ ფინალის საუკეთესო მომენტები:


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი