ცინცინატის მასტერსი WTA - მოულოდნელი, თუმცა საინტერესო ფინალის მოლოდინი » სპორტის ხაზი

ცინცინატის მასტერსი WTA - მოულოდნელი, თუმცა საინტერესო ფინალის მოლოდინი

ცინცინატის მასტერსი WTA - მოულოდნელი, თუმცა საინტერესო ფინალის მოლოდინი
20-08-2023, 16:01
Aa Aa
გაზიარება:

კოკო გოფი VS ეკატერინა მუხოვა

ჩოგბურთელები პირველად უპირისპირდებიან ერთმანეთს.

ფინალამდე მოთამაშეებმა 4-4 მატჩი მოიგეს და დამსახურებლად გავიდნენ ფინალში.

საკმაოდ საინტერესო და დაძაბულის მატჩის მოლოდინში ვართ. ამ მატჩის ფავორიტი შეიძლება ითქვას, რომ კოკო გოფია , რადგან საკუთარ ქვეყანაში თამაშობს და კორტზე შეკრებილი მაყურებლის სრული მხარდაჭერა ექნება და უფრო თავისუფლად ითამაშებს. ასევე მსოფლიო რეიტინგშიც მუხოვაზე მაღლა დგას.

თავის მხრივ მუხოვაც საკმაოდ მოტივირებული გამოვა კორტზე. გავიხსენოთ მისი აგრესიული თამაში ტურის ერთ-ერთ უძლიერეს მოთამაშესთან არინა საბალენკასთან. ასე, რომ მუხოვაც მარტივად არ დანებდება და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის , რომ კარიერაში პირველი მასტერსის ტიტული მოიპოვოს.

ჩემპიონი 1000 სარეინტიგო ქულას და $1,019,335 გამოიმუშავებს , ხოლო დამარცხებული 600 ქულას და $556,630


ცინცინატის მასტერსის ფინალი თბილისი დროით 21:30 საათზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი