საფრანგეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა კავშირის (UNFP) გამოკითხვით, საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული „მეცის“ თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე ლიგა 2-ის თვის საუკეთესო მოთამაშეებში მეორე ადგილზე გავიდა – ინფორმაციას საფრანგეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა კავშირი აქვეყნებს.
ლიგა 2-ის თვის საუკეთესო მოთამაშების ჯილდო კოტდ’ივუარელმა თავდამსხმელმა, ჟან-ფილიპ კრასომ მიიღო, მან გამოკითხულთა ხმების 60% დააგროვა, გიორგი მიქაუტაძემ - 25%, ხოლო მესამე ადგილზე 15%-ით „დიჟონის“ თავდამსხმელი, მიქაელ ლე ბიანი გავიდა.
მიქაუტაძემ სეზონი შესანიშნავად დაიწყო - 21 წლის ფეხბურთელმა 4 გოლის გატანა მოახერხა და ამდენივე საგოლე გადაცემა მიიწერა. აღსანიშნავია, რომ გიორგი თვის საუკეთესოებში პირველად მოხვდა.