"ბორდოს" ყოფილმა თავდამსხმელმა, ჟან მარკ-ფერატმა "ლავალისა" და "ბორდოს" დაპირისპირების შემდეგ, ჟურნალისტებთან ისაუბრა და გუნდის ახალწვეული, ზურიკო დავითაშვილი შეაქო.
"დავითაშვილის შესახებ აუცილებლად უნდა ვისაუბროთ, ქართველმა შეტევას დინამიკურობა შემატა. იგი მუდამ წინსვლასა და მომენტის შექმნას ცდილობს. ლავალის დაცვას პრობლემები შეუქმნა და გამარჯვების გოლის გატანაში დიდი წვლილი შეიტანა.
დევიდ გიონს გუნდის დაკომპლექტებასა და ფეხბურთელების არჩევანში თავისუფლება აქვს, ვფიქრობ, მისი იდეები და ხედვები მოედანზე ნათლად ჩანს" - განაცხადა მარკ-ფერატმა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ 21 წლის შემტევმა "ბორდოს" მაისურით ორი შეხვედრა ჩაატარა, სადაც 1 გოლის გატანა და 1 საგოლე გადაცემა მიწერა მოახერხა.