"თუ მწვრთნელი რამის გაკეთებას გთხოვს, გააკეთე" | ტიერი ანრიმ კილიან მბაპე გააკრიტიკა » სპორტის ხაზი

"თუ მწვრთნელი რამის გაკეთებას გთხოვს, გააკეთე" | ტიერი ანრიმ კილიან მბაპე გააკრიტიკა

"თუ მწვრთნელი რამის გაკეთებას გთხოვს, გააკეთე" | ტიერი ანრიმ კილიან მბაპე გააკრიტიკა
13-10-2022, 18:49
Aa Aa
გაზიარება:

ბოლო დროს, სხვადასხვა სახის ინფორმაცია ვრცელდება იმის შესახებ, რომ კილიან მბაპეს "პსჟ-ს" დატოვება სურს, მიზეზი კი ისაა, რომ ფრანგი შემტევი გუნდში საკუთარი როლით უკმაყოფილოა.

უკანასკნელ პერიოდში, კილიან მბაპემ "რეიმსთან" უგოლო შეხვედრის შემდეგ, სოციალურ ქსელში საკუთარი თავი საყრდენ ლიდერად მოიხსენია, თუმცა ფოტო მალევე წაშალა. გარდა ამისა, გავრცელდა სტატისტიკა, სადაც ნაჩვენებია, რომ როგორც ლიონელ მესის, ისე ნეიმარს მბაპეზე არაერთი საგოლე პასი აქვთ გაკეთებული, ხოლო თავად ფრანგს არცერთი. საბოლოოდ, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ კილიან მბაპეს ყველაფრის თავად მოგვარება და გუნდის ცენტრში დგომა სურს, რათა სხვა ყველაფერი გააკონტროლოს. სწორედ მის სურვილებსა და გუნდისადმი დამოკიდებულებას გამოეხმაურა ფრანგი ლეგენდა ტიერი ანრი, რომელმაც თანამემამულე პირდაპირ ეთერში გააკრიტიკა:

"საქმე ისაა, რომ არავის უყვარს თავისი თავის იმაში გამოვლენა, რაშიც კარგი არ არის. რა თქმა უნდა, ვერ მოგეწონება შენი თავი ასეთ მდგომარეობაში, მაგრამ არსებობს რაღაც, რაც სხვაზე დიდია და ეს თავად კლუბია. კითხვა ისაა, თუ რა აგრძნობინა პსჟ-მ კილიან მბაპეს, თავად არის ყველაზე მნიშვნელოვანი თუ ფეხბურთელი ფლობს ამ სტატუსს? ჩემს მაგალითზე მოვყვები: ნამდვილად არ მიყვარდა ბარსელონაში მაღლა და გაშლილი ტიპის ფეხბურთზე მორგება, მძულდა კიდეც, მაგრამ ბარსელონასთვის ამას ვაკეთებდი. აგრეთვე, არც ვიცი რამდენი გოლი გავიტანე საფრანგეთის ნაკრების მაისურით ასი მატჩის შემდეგ, უბრალოდ ვიცოდი, რომ მარცხენა ფლანგზე უნდა ვყოფილიყავი. რეალურად, მხოლოდ ერთი წესი არსებობს: თუ მწვრთნელი რამის გაკეთებას გთხოვს, გააკეთე, თუ ეს გუნდისთვის კარგია! თუ ცუდია, მაშინ მასზე საუბარი და არგუმენტის მიღება შემიძლია." - ტიერი ანრი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი