აზაროვი 'შახტარს' უახლოვდება - მოლაპარაკებები საბოლოო ეტაპზეა » სპორტის ხაზი

აზაროვი 'შახტარს' უახლოვდება - მოლაპარაკებები საბოლოო ეტაპზეა

აზაროვი 'შახტარს' უახლოვდება - მოლაპარაკებები საბოლოო ეტაპზეა
17-08-2023, 15:01
Aa Aa
გაზიარება:

ქართველი მცველი, ირაკლი აზაროვი ძალიან მალე დონეცკი შახტარის ფეხბურთელი გახდება, ინფორმაციას ცნობილი სპორტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

"შახტარი ახლოს არის ირაკლი აზაროვის დამატებასთან ცვენა-ზვეზდადან. მოლაპარაკებები საბოლოო ეტაპზეა."

როგორც ჩანს ახალგაზრდა ფეხბურთელის უკრაინულ კლუბში ტრანსფერი დროის საკითხია, რაც იმას ნიშნავს, რომ შახტარში ძალიან მალე ერთად ორ ქართველ ფეხბურთელს ვიხილავთ - გიორგი გოჩოლეიშვილის და ირაკლი აზაროვს.

შეგახსენებთ, რომ აზაროვი სერბულ კლუბს 2022 წლის აგვისტოში შეუერთდა და მისი მაისურით ჩატარებულ 26 შეხვედრაში სამი საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი