'კვარა გენიოსია, ოსიმენი რონალდოსავითაა' - რუდი გარსიას ინტერვიუ DAZN-თან » სპორტის ხაზი

'კვარა გენიოსია, ოსიმენი რონალდოსავითაა' - რუდი გარსიას ინტერვიუ DAZN-თან

'კვარა გენიოსია, ოსიმენი რონალდოსავითაა' - რუდი გარსიას ინტერვიუ DAZN-თან
17-08-2023, 15:00
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ ტელეკომპანია DAZN-თან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ყველაფერთან ერთად ხვიჩა კვარაცხელიაზეც მოკლედ ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველს უფრო მეტის გაკეთება შეუძლია, რადგან მას დიდი პოტენციალი აქვს.

"მას კიდევ შეუძლია ბევრი რამის გაუმჯობესება. ბურთთან ერთად უბრალოდ გენიოსია. როდესაც იგი დრიბლინგზე მიდის, ეს სასიამოვნო სანახავია." - თქვა გარსიამ ქართველ ფეხბურთელზე.

ხვიჩასთან ერთად ფრანგმა სპეციალისტმა ნაპოლის ერთ-ერთი ლიდერი, ვიქტორ ოსიმენიც შეაქო და ის კრიშტიანო რონალდოს შეადარა:

"ოსიმენი ლიდერია, ვარჯიშებზეც მხოლოდ მოგება სურს, კრიშტიანო რონალდოსავითაა. სწორედ ამიტომაა იგი ასეთი განსაკუთრებული"


59 წლის სპეციალისტმა ლილში გატარებული წლებიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ საფრანგეთისგან განსხვავებით ნეაპოლში ფეხბურთი უფრო უყვართ.

"ლილს ჩემპიონატი 52-წლიანი პაუზის შემდეგ მოვაგებინე, მომდევნო სეზონში კი თასი მოვიგეთ, რომელიც კლუბს 55 წლის განმავლობაში არ ჰქონდა მოგებული. ძალიან სასიამოვნო იყო იქ გამარჯვება, მაგრამ ნეაპოლში საფეხბურთო ვნება და ქარიზმა უფრო ძლიერია. ჩემი აზრით, აქ ფეხბურთი რელიგიაა. ჩემთვის სწორედ ეს არის ფეხბურთი და ყოველთვის ასე უნდა იყოს".


'კვარა გენიოსია, ოსიმენი რონალდოსავითაა' - რუდი გარსიას ინტერვიუ DAZN-თან

გარსიამ სპალეტის მემკვიდრეობა უნდა გააგრძელოს

რუდიმ პარტენოპეის ყოფილ მწვრთნელზე, ლუჩანო სპალეტიზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მას დიდ პატივს სცემს და ის უნიკალური მწვრთნელია:

"სპალეტის რომაში ჩემი ადგილი დავუტოვე, ახლა მან დამიტოვა. მას დიდ პატივს ვცემ, დიდი საქმეები აქვს გაკეთებული. ის უნიკალური მწვრთნელია"

რა თქმა უნდა ინტერვიუს დროს გარსიას მარადონაზეც ჰკითხეს : "დიეგო ერთხელ რომში ვნახე. 2014 წელს ერთ-ერთი მატჩის შემდეგ რესტორანში ვიყავი და ის ჩემს მაგიდასთან მოვიდა, 10-15 წუთი ვისაუბრეთ, დიდებული მომენტი იყო. დამავიწყდა მასთან ფოტოს გადაღება, დიეგო ფეხბურთის ნაწილია".

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ნაპოლი სერია A-ს სეზონს 19 აგვისტოს, სტუმრად ფროზინონეს წინააღმდე გახსნის, სადაც ქართველი ფეხბურთელი გიორგი კვერნაძე გამოდის.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი