'მჯერა, რომ ამას შევძლებთ' - რა თქვა 'დილას' მწვრთნელმა 'აპოელთან' მატჩამდე » სპორტის ხაზი

'მჯერა, რომ ამას შევძლებთ' - რა თქვა 'დილას' მწვრთნელმა 'აპოელთან' მატჩამდე

'მჯერა, რომ ამას შევძლებთ' - რა თქვა 'დილას' მწვრთნელმა 'აპოელთან' მატჩამდე
17-08-2023, 12:55
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გორის დილა გასვლაზე აპოელს დაუპირისპირდება და შინ 2-0 წაგების მიუხედავად მომდევნო ეტაპის საგზურის მოპოვებას შეეცდება

ამ შეხვედრაზე და მოლოდინებზე მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე ქართული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი დემჩენკომ მედიასთან ისაუბრა და განაცხადა:

"წლევანდელი ევროთასების მიმდინარეობისას ისე ხდებოდა, რომ პირველ მატჩში ყოველთვის ვმარცხდებოდით, შემდეგ კი ვახერხებდით მდგომარეობის ჩვენს სასარგებლოდ შემობრუნებას, ვეცდებით ხვალინდელ შეხვედრაშიც იგვე გავაკეთოთ. ფაქტია რომ საქართველოში მატჩის წაგების მიზეზი მეტწილად ჩვენი შეცდომები იყო. რაც შეეხება მეტოქის რიგებში გამორჩეულ ფეხბურთელებს, ორ ცენტრალურ ნახევარმცველს ბურთი ძალიან კარგად ეჭირა. გიორგი ქვილითაია შესანიშნავი თავდამსხმელია. ასევე მინდა გამოვყო მეტოქის მცველები, მათ შორის, გოლის ავტორი.

ზოგადად მეტოქეს ძალიან დადებითად შევაფასებდი. კარგად ორგანიზებული გუნდია, რომელიც განსაკუთრებით კარგად თამაშობს საკუთარი გულშემატკივრის წინაშე. ჩვენი ბიჭებისთვის ასეთ გარემოში თამაში დამატებითი მოტივაცია იქნება, რადგან გვიყვარს სავსე ტრიბუნების წინაშე თამაში."- თქვა ჩვენი კლუბის მთავარმა მწვრთნელმა.
"


აქვე გეტყვით იმასაც, რომ აღნიშნული შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება, მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს კი პირველი არხი შემოგთავაზებთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი