მერაბ ჟორდანია : 'აიაქსში თვლიდნენ რომ ხვიჩა მათი დონე არ იყო' » სპორტის ხაზი

მერაბ ჟორდანია : 'აიაქსში თვლიდნენ რომ ხვიჩა მათი დონე არ იყო'

მერაბ ჟორდანია : 'აიაქსში თვლიდნენ რომ ხვიჩა მათი დონე არ იყო'
16-08-2023, 14:30
Aa Aa
გაზიარება:

ვიტესის ყოფილი თანამფლობელმა და ამჟამად საფეხბურთო მენეჯერმა, მერაბ ჟორდანიამ Voetbal International-ს ინტერვიუ მისცა, სადაც ერთ-ერთი მთავარი სასაუბრო თემა ხვიჩა კვარაცხელია და მისი აიაქსში შესაძლო ტრანსფერი იყო.

"სულ უფრო მეტი ქართველი ტალანტი ახერხებს ევროპული ფეხბურთის ფანჯარაში მოხვედრას და ჟორდანიას მიაჩნია, რომ ახალგაზრდა მოთამაშეებს მისი ფართო კავშირები გამოადგებათ.

ყველაფერი ნაპოლის ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ დაიწყო. ნეაპოლში სადებიუტო სეზონში 22 წლის შემტევმა უკვე მოიპოვა მეტსახელი – კვარადონა. ჟორდანიას მარცხენა გარემარბის შესაძლებლობებში ეჭვი არ ეპარება: ჩემთვის ის მსოფლიოში საუკეთესოა თავის პოზიციაზე, შესაძლოა, ვინისიუს ჟუნიორთან ერთად. ის ძალიან კარგი პიროვნებაცაა და ნიდერლანდებში შეეძლო თამაში.

ჟორდანია განმარტავს, როგორ გაუშვა აიაქსმა კვარაცხელია ხელიდან: ხვიჩა ნაპოლიმდე აიაქსს შევთავაზეთ. როგორც გვეჩვენებოდა, ეს გუნდი მისთვის სრულყოფილი შუალედური ნაბიჯი იქნებოდა. ეს ორი წლის წინ მოხდა. კლუბის ხელმძღვანელებს ჩვენი სახელით ალექსანდრე ბურსაკი ესაუბრა. მათ თქვეს, რომ კვარაცხელია ჯერ ჩვენი დონისთვის მზად არააო. ახლა ნახეთ, ამ ბიჭის ტრანსფერი გაცილებით ძვირი ღირს."
- წერს ზემოთაღნიშნული წყარო.

მართლაც, ბევრი იწერებოდა ქართველი ფეხბურთელის ნიდერლანდურ გრანდში ტრანსფერზე, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა და ხვიჩა ნაპოლიში გადავიდა, სადაც პირველივე სეზონში სკუდეტო მოიგო, გახდა სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი და დასახელდა ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ. აღსანიშნავია, რომ სწორედ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, აიაქსის წინააღმდეგ, ქართველმა მოახერხა და ამ ტურნირზე თავისი პირველი გოლი გაიტანა.

მერაბ ჟორდანია : 'აიაქსში თვლიდნენ რომ ხვიჩა მათი დონე არ იყო'

4 ოქტომბერი, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი და ხვიჩას პირველი გოლი


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.