მორიგი წარმატება - ქართველი პარატაეკვონდოისტების ექვსი ოქრო ევროპის ჩემპიონატზე » სპორტის ხაზი

მორიგი წარმატება - ქართველი პარატაეკვონდოისტების ექვსი ოქრო ევროპის ჩემპიონატზე

მორიგი წარმატება - ქართველი პარატაეკვონდოისტების ექვსი ოქრო ევროპის ჩემპიონატზე
16-08-2023, 14:00
Aa Aa
გაზიარება:

როტერდამში მიმდინარე ზაფხულის ევროპის პარალიმპიურ თამაშებზე ქართველმა პარატაეკვონდოისტებმა ექვსი მედალი მოიპოვეს.

ტურნირზე ქართული ფინალი გაიმართა. გიორგი ხიზანიშვილი ევროპის პარაჩემპიონატის გამარჯვებული გახდა, ვერცხლის მედალს კი გოგა ხახალაშვილი დაეუფლა. შეჯიბრებაზე ბრინჯაოს მედლები ლია ჩაჩიბაიამ, ანა ჯაფარიძემ, გიორგი ნიკოლაძემ და სანდრო მეგრელიშვილმა მოიპოვეს.

სულ საქართველოს პარანაკრების ანგარიშზე 13 მედალია (პარაძიუდოში შვიდი მედალი). საერთო ჩათვლაში ჩვენი გუნდი მეხუთე ადგილზეა და უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიც არიან დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი და ესპანეთი.

ტურნირზე სულ 45 ქვეყნის 1500 პარაათლეტი ასპარეზობს. საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ეროვნული ნაკრები კონტინენტის პირველობაზე პარასპორტის ოთხ სახეობაში (ძიუდო, სროლა, მშვილდოსნობა და ტაეკვონდო) 27 პარაათლეტითაა წარმოდგენილი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი